Sunday, 4 June 2017

ინტელის პროექტი

ფიროსმანი და ქართველი პრიმიტივისტები

კურსის რეფლექსია

ინტელის ტრენინგ კურსის გავლის შედეგად გავეცანი დავამუშავე არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც მომავალში აუცილებლად გამომადგება ჩემი პედაგოგიური საქმიანობის გასაუმჯობესებლად.ტრენინგ კურსის განმავლობაში შესაძლებლობა მქონდა გამეანალიზებინა, დამესაბუთებინა საკუთარი გადაწყვეტილებები, მხედველობაში მივიღე ამა თუ იმ სასწავლო ტექნიკის გამოყენებისას მოსწავლეთა რეაქციები და უკუკავშირი. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო შეფასების რუბრიკების გაცნობა და აგრეთვე პროექტის მოთხოვნების გათვალისწინება.პროექტის დასასრულს წარმოვადგინე პროექტის პრეზენტაცია და გავითვალისწინე ტრენერის შენიშვნები.

Saturday, 3 June 2017

ტრენინგის მერვე დღე

გავეცანი სხვადასხვა საფეხურის სასწავლო პროექტის შეფასების რუბრიკებს.ეს მოდული დამეხმარა იმაში, რომ უკეთ გამეანალიზებინა რუბრიკების ტიპები.

Sunday, 28 May 2017

მეშვიდე დღე

შევისწავლე სასწავლო პროექტების დაგეგმვა და შეფასების განსაზღვრა მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად.გავეცანი შეფასებისთვის საჭირო სტრატეგიებს. დავამუშავე ჩემი თემისთვის საჭირო შეფასების სხვადასხვა მეთოდი, ასევე მოვისმინე დეტალურად ინფორმაცია ბლოგის სხვადასხვა ფუნქციის შესახებ.

Saturday, 27 May 2017

მეექვსე დღე

ტრენინგის მეექვსე დღეს გავეცანით მეექვსე მოდულის ძირითად საკითხებს.მოცემულ მოდულზე მუშაობა დამეხმარა პროექტის პრეზენტაციის ბლოგზე განთავსება_გაანალიზებაში.

Saturday, 13 May 2017

მეხუთე დღე

ტრენინგი დაიწყო დავალების წარდგენით, სასწავლო პროექტის მიზნები და შედეგები ფორმულირებული 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებისა და ბლუმის ტაქსონომიის გამოყენებით.
გავეცანით ტრენინგ-კურსის მე-3 მოდულს_კავშირები.ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული სამართლებრივი და ეთიკური პრაქტიკის მოდელირება და სწავლება. ვიმუშავეთ ppt-პრეზენტაციის შექმნაზე.გავეცანით საავტორო უფლებების დოკუმენტს და ვისწავლეთ ინტერნეტკავშირებთან წვდომის სხვადასხვა საშუალებები.

Friday, 12 May 2017

ტრენინგის მეოთხე დღე

დღევანდელი დღის მოდული 2: სასწავლო პროექტის დაგეგმვა.
აქტივობა3: შეფასების სხვადასხვა მეთოდის განხილვა
.მეთოდების შესაბამისად განვიხილეთ ხუთი სტრატეგია, შევქმენით შეფასების გეგმის ჩარჩო ,მოსწავლეთა წინარე ცოდნის დადგენად გავეცანით შეფასების ფორმებს.
ამ საკითხების ცოდნა დიდ დახმარებას გამიწევს სასწავლო პროექტზე მუშაობის პროცესში.