Sunday 4 June 2017

ინტელის პროექტი

ფიროსმანი და ქართველი პრიმიტივისტები

კურსის რეფლექსია

ინტელის ტრენინგ კურსის გავლის შედეგად გავეცანი დავამუშავე არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც მომავალში აუცილებლად გამომადგება ჩემი პედაგოგიური საქმიანობის გასაუმჯობესებლად.ტრენინგ კურსის განმავლობაში შესაძლებლობა მქონდა გამეანალიზებინა, დამესაბუთებინა საკუთარი გადაწყვეტილებები, მხედველობაში მივიღე ამა თუ იმ სასწავლო ტექნიკის გამოყენებისას მოსწავლეთა რეაქციები და უკუკავშირი. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო შეფასების რუბრიკების გაცნობა და აგრეთვე პროექტის მოთხოვნების გათვალისწინება.პროექტის დასასრულს წარმოვადგინე პროექტის პრეზენტაცია და გავითვალისწინე ტრენერის შენიშვნები.

Saturday 3 June 2017

ტრენინგის მერვე დღე

გავეცანი სხვადასხვა საფეხურის სასწავლო პროექტის შეფასების რუბრიკებს.ეს მოდული დამეხმარა იმაში, რომ უკეთ გამეანალიზებინა რუბრიკების ტიპები.

Sunday 28 May 2017

მეშვიდე დღე

შევისწავლე სასწავლო პროექტების დაგეგმვა და შეფასების განსაზღვრა მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად.გავეცანი შეფასებისთვის საჭირო სტრატეგიებს. დავამუშავე ჩემი თემისთვის საჭირო შეფასების სხვადასხვა მეთოდი, ასევე მოვისმინე დეტალურად ინფორმაცია ბლოგის სხვადასხვა ფუნქციის შესახებ.

Saturday 27 May 2017

მეექვსე დღე

ტრენინგის მეექვსე დღეს გავეცანით მეექვსე მოდულის ძირითად საკითხებს.მოცემულ მოდულზე მუშაობა დამეხმარა პროექტის პრეზენტაციის ბლოგზე განთავსება_გაანალიზებაში.

Saturday 13 May 2017

მეხუთე დღე

ტრენინგი დაიწყო დავალების წარდგენით, სასწავლო პროექტის მიზნები და შედეგები ფორმულირებული 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებისა და ბლუმის ტაქსონომიის გამოყენებით.
გავეცანით ტრენინგ-კურსის მე-3 მოდულს_კავშირები.ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული სამართლებრივი და ეთიკური პრაქტიკის მოდელირება და სწავლება. ვიმუშავეთ ppt-პრეზენტაციის შექმნაზე.გავეცანით საავტორო უფლებების დოკუმენტს და ვისწავლეთ ინტერნეტკავშირებთან წვდომის სხვადასხვა საშუალებები.

Friday 12 May 2017

ტრენინგის მეოთხე დღე

დღევანდელი დღის მოდული 2: სასწავლო პროექტის დაგეგმვა.
აქტივობა3: შეფასების სხვადასხვა მეთოდის განხილვა
.მეთოდების შესაბამისად განვიხილეთ ხუთი სტრატეგია, შევქმენით შეფასების გეგმის ჩარჩო ,მოსწავლეთა წინარე ცოდნის დადგენად გავეცანით შეფასების ფორმებს.
ამ საკითხების ცოდნა დიდ დახმარებას გამიწევს სასწავლო პროექტზე მუშაობის პროცესში.

რენესანსის მხატვრობა: სიქსტეს კაპელა,მუზეუმი

რენესანსის მხატვრობა: სიქსტეს კაპელა,მუზეუმი:                                               გსურთ,ვატიკანის მუზეუმში შეგახედოთ?                                                   ...

Saturday 6 May 2017

მესამე დღის რეფლექსია

დღევანდელი ტრენინგის თემა იყო მოდული2: სასწავლო პროექტის დაგეგმვა. ტრენერმა ისაუბრა სასწავლო პროექტის დაგეგმვის შესახებ და წარმოგვიდგინა შემდეგი
აქტივობები.


 აქტივობა 1: სტანდარტების გათვალისწინება.

აქტივობა2: მიმართულების მიმცემი საკვანძო სიტყვები.
დღევანდელი სასწავლო მოდული  დაგვეხმარება პროექტის მომზადებაში.

Sunday 30 April 2017

მეორე დღის რეფლექსია

გავეცანით პუბლიკაციის მომზადებას, მის მნიშვნელობას პროექტის თემის აქტუალობასა და მნიშვნელობისათვის. რა კითხვარებს უნდა აკმაყოფილებდეს პროექტის გეგმა , რომ თემის მიზანი პასუხობდეს ესგ სტანდარტებს და მისაღწევ შედეგებს.

Saturday 29 April 2017

პირველი დღის რეფლექსია

გავეცანით სასწავლო პროექტის შექმნის მოსამზადებელ ეტაპებს, 21_საუკუნის უნარ_ჩვევებს,შევქმენით საქაღალდეები, განვიხილეთ პორტფოლიოების ჩეკლისტები. დრევანდელი დღე საინტერესო და ძალზე ნაყოფიერი იყო.