Sunday 28 May 2017

მეშვიდე დღე

შევისწავლე სასწავლო პროექტების დაგეგმვა და შეფასების განსაზღვრა მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად.გავეცანი შეფასებისთვის საჭირო სტრატეგიებს. დავამუშავე ჩემი თემისთვის საჭირო შეფასების სხვადასხვა მეთოდი, ასევე მოვისმინე დეტალურად ინფორმაცია ბლოგის სხვადასხვა ფუნქციის შესახებ.

Saturday 27 May 2017

მეექვსე დღე

ტრენინგის მეექვსე დღეს გავეცანით მეექვსე მოდულის ძირითად საკითხებს.მოცემულ მოდულზე მუშაობა დამეხმარა პროექტის პრეზენტაციის ბლოგზე განთავსება_გაანალიზებაში.

Saturday 13 May 2017

მეხუთე დღე

ტრენინგი დაიწყო დავალების წარდგენით, სასწავლო პროექტის მიზნები და შედეგები ფორმულირებული 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებისა და ბლუმის ტაქსონომიის გამოყენებით.
გავეცანით ტრენინგ-კურსის მე-3 მოდულს_კავშირები.ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული სამართლებრივი და ეთიკური პრაქტიკის მოდელირება და სწავლება. ვიმუშავეთ ppt-პრეზენტაციის შექმნაზე.გავეცანით საავტორო უფლებების დოკუმენტს და ვისწავლეთ ინტერნეტკავშირებთან წვდომის სხვადასხვა საშუალებები.

Friday 12 May 2017

ტრენინგის მეოთხე დღე

დღევანდელი დღის მოდული 2: სასწავლო პროექტის დაგეგმვა.
აქტივობა3: შეფასების სხვადასხვა მეთოდის განხილვა
.მეთოდების შესაბამისად განვიხილეთ ხუთი სტრატეგია, შევქმენით შეფასების გეგმის ჩარჩო ,მოსწავლეთა წინარე ცოდნის დადგენად გავეცანით შეფასების ფორმებს.
ამ საკითხების ცოდნა დიდ დახმარებას გამიწევს სასწავლო პროექტზე მუშაობის პროცესში.

რენესანსის მხატვრობა: სიქსტეს კაპელა,მუზეუმი

რენესანსის მხატვრობა: სიქსტეს კაპელა,მუზეუმი:                                               გსურთ,ვატიკანის მუზეუმში შეგახედოთ?                                                   ...

Saturday 6 May 2017

მესამე დღის რეფლექსია

დღევანდელი ტრენინგის თემა იყო მოდული2: სასწავლო პროექტის დაგეგმვა. ტრენერმა ისაუბრა სასწავლო პროექტის დაგეგმვის შესახებ და წარმოგვიდგინა შემდეგი
აქტივობები.


 აქტივობა 1: სტანდარტების გათვალისწინება.

აქტივობა2: მიმართულების მიმცემი საკვანძო სიტყვები.
დღევანდელი სასწავლო მოდული  დაგვეხმარება პროექტის მომზადებაში.